ვოლტერის შესახებ…
„მე ვკვდები ისე, რომ თაყვანს ვცემ ღმერთს, მიყვარს ჩემი მეგობრები და არ მძულს ჩემი მტრები, ხოლო მეზიზღება ძალმომრეობა”. – ეს სიტყვები ეკუთვნის გენიალურ ფრანგ მოაზროვნესა და მწერალს - ფრანსუა მარი არუეს (1694-1778 წლები), იგივე – ვოლტერს. იმ ვოლტერს, რომელსაც ცნობისათვის, პრუსიის მეფემ – ფრიდრიხ II-მ – „მეფე ვოლტერი” უწოდა, ხოლო XVIII საუკუნეს კი „ვოლტერის საუკუნე” დაარქვეს. (ავტორი გენია.ჯი) პარიზის არქიეპისკოპოსმა და სამღვდელოებამ ათეიზმსა და რელიგიურ მკრეხელობაში დადანაშაულებული ვოლტერი ქრსტიანული წესის გარეშე დაასაფლავებინა გარდაცვლილის ახლობლებს. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ საკითხში ჩარევაზე უარი განაცხადა ქვეყნის პარლამენტმა და ხელისუფლებამ. შედეგად, ეტლში ჩასმული ტანთჩაცმული და ქუდდახურული დიდი ფრანგი ფილოსოფოსის გვამი ნათესავებმა შამპანში მალულად წაიღეს, რათა იქ არსებულ ერთ-ერთ მონასტერში მალულადვე დაეკრძალათ. მონასტრის წინამძრვარი, რომელმაც ნებართვა გასცა ვოლტერის დასაფლავებაზე, ადგილობრივმა ეპისკოპოსმა გადააყენა. საფრანგეთის ხელისუფლებამ კი უმალვე აკრძალა როგორც ვოლტერის პიესების დადგმა, ისე სიტყვის დაძრაც კი მისი გარდაცვალების შესახებ. აზნაურ ლაბარს, სამი ბრალდებიდან ერთ-ერთ ბრალდებად – ვოლტერის წიგნების წაკითხვაც წაუყენეს, რის გამოც მოჰკვეთეს თავისუფლად მოაზროვნე თავი. თავმოკვეთილი აზნაური ლაბარის გვამი კი თავის მხრივ, ვოლტერის „ფილოსოფიურ ლექსიკონთან” ერთად დასწვეს კოცონზე… – (ავტორი გენია.ჯი)