შარლ ნოდიე წერდა…
„მეც ისეთივე დევნილი ვიყავი, როგორც დანტე ალიგიერი, ისეთივე პატიმარი, როგორიც – ტორკვატო ტასო, და იმაზე მეტად და ვნებიანად შეყვარებული, ვიდრე – ფრანჩესკო პეტრარკა. სულ მალე მეც ისეთივე ბრმა ვიქნები, როგორც ღვთაებრივი ჰომეროსი და ღვთაებრივი ჯონ მილტონი იყვნენ. მე ნაკლებ ვკოჭლობ, ვიდრე – ბაირონი, მაგრამ სამაგიეროდ, უკეთ ვისვრი მიზანში. ისტორიაში გოეთეზე ცუდად ნამდვილად არ ვერკვევი, ხოლო ძველ წიგნებში კი, არანაკლებ, ვიდრე – სერ უოლტერ სკოტი, და ყოველდღიურად ვსვამ ერთი ფინჯანით მეტ ყავას, ვიდრე – ვოლტერი. ასეთი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე კაცმა კი საბოლოო ჯამში დავასკვენი, რომ „ყველაფერი მართალია და ყველაფერი ტყუილია”. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის, შარლ ნოდიე (1780-1844 წლები) გახლდათ ის სახელგანთქმული ფრანგი მწერალი და ბიბლიოფილი, რომლის სახელთანაც ასოცირდება ისეთი დიდი ფრანგი მწერლების „ხელმეორედ” აღმოჩენა და მათი შემოქმედების სათანადო დაფასება, როგორებიც იყვნენ – ფრანსუა რაბლე და სირანო დე ბერჟერაკი. – (ავტორი გენია.ჯი)