ანდრე მორუა – „სამყაროს ერთადერთი მეუფე – ზნე-ჩვეულებაა”
„არიან ხალხები, სადაც ბავშვების გარდაცვალებას დასტირიან, ხოლო მოხუცების გარდაცვალებას ზეიმობენ, სადაც ქმრები ცოლებზე უარს ამბობენ ყოველგვარი მიზეზის გარეშე. სადაც ყველაზე მეტად იმას ნატრობენ, რომ სიკვდილის შემდეგ მათი გვამები ძაღლებს შეაჭამონ, სხვა ადგილას კი – ფრინველებს აძიძგნინონ. არის ქვეყნები, სადაც მისალმებისას თითს ჯერ მიწას მიადებენ, მერე კი ცისკენ აიშვერენ. ერთგან კაცის ხორცს ჭამენ, მეორე ქვეყანაში კი პატივისმცემელი ვაჟი ვალდებულია მოკლას მამა, რომელმაც განსაზღვრულ ასაკს მიაღწია. ეს სია მრავალ ფურცელს ავსებს. რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ აქედან, თუ არა ის, რომ სამყაროს ერთადერთი მეუფე – ზნე-ჩვეულებაა?” – (ავტორი გენია.ჯი)