კაქტუსების შესახებ…
კაქტუსისებრთა ოჯახის მრავალწლოვან ყვავილოვან მცენარეს – კაქტუსს, რომელსაც ცნობისათვის, თავისი სახელწოდება 1737 წელს მიანიჭა დიდმა შვედმა ბუნებისმეტყველმა – კარლ ლინემ, ადამიანები უხსოვარი დროიდან უამრავი დანიშნულებისამებრ მოიხმარდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად, რამდენიმე სახეობის კაქტუსის ტანისაგან, არგენტინაში ამზადებენ არგენტინელებისათვის ეგზომ პოპულარულ დასარტყმელ მუსიკალურ ინსტრუმენტს, სახელწოდებით – „ბომბო ლეგუერო”; რამდენიმე სახეობის კაქტუსის მერქანს კი, სახლების კედლებისა და სახურავების მშენებლობისათვისაც გამოიყენებენ. რიგი სახეობების კაქტუსების ნაყოფი საჭმელად ვარგისია. მაგალითად, ისეთები, როგორებიც არიან – „Opuntia phaeakantha”, იგივე – „ეკლიანი მსხალი” და პერუში მზარდი კაქტუსი – „Cereus repandus”, ეგრეთწოდებული – „კაქტუსი ვაშლი”. გარდა იმისა, რომ ისინი გამოიყენებიან საკვებად, მათგან ასევე ამზადებენ წვენებსაც, რომელთაც ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი გასავალი აქვს. პარაგვაელებსა და ბოლივიელებში იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობდა კაქტუსის ერთ-ერთი სახეობა – Neowerdermannia”, რომ ნამდვილ დელეკატესად ქცეული კაქტუსი გადაშენების პირამდეც მივიდა.
მანამდე კი…
ლათინურ ამერიკაში მაცხოვრებელი რიგი ინდიელი ხალხისა, კაქტუსს – „ღვთაებრივ მცენარედ” მიიჩნევდა და არა მარტო მიიჩნევდა, არამედ დარწმუნებულნიც იყო იმაში, რომ კაქტუსთან შეხვედრის დროს ადამიანი მას უცილობლად უნდა მისალმებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კაქტუსი გაბრაზდებოდა და თავისი ბასრი ეკლებით იძიებდა შურს ამ უძველესი ტრადიციის დამრღვევზე. დღეისათვის ბუნებაში ბოტანიკოსებს სულ 2 500-მდე კაქტუსის ქვესახეობა აქვთ აღმოჩენილი, თუმცა ვარაუდობენ, რომ ბუნებაში გაცილებით მეტი სახეობაა ამ უნიკალური მცენარისა, რომელიც ჯერ კიდევ არ აღმოუჩენიათ. (ავტორი გენია.ჯი)