ფურისულა – „ეპიზოდი”
ფურისულასებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე – ფურისულა (ლათინური სახელწოდებაა – „პრიმულა”), მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. (ავტორი გენია.ჯი) რადგანაც ეს ულამაზესი მცენარე ერთ-ერთი პირველი მცენარეა, რომელიც გაზაფხულზე იწყებს ყვავილობას და მისი ყვავილობა ზაფხულის დასაწყისამდე გრძელდება, მას პოეტური თიკუნი შეურჩიეს და – „ზაფხულის გასაღები” უწოდეს. საინტერესოა ის გარემოება, რომ ფურისულა, რომელთანაც მრავალი ლეგენდაა დაკავშირებული, ჩვენი პლანეტის ვულკანური ზონის მთებში მაცხოვრებელი ხალხი ერთგავრ „წინასწარმეტყველ” მცენარედ” მიიჩნევს. თუმცა-კი – „ავ-წინასწარმეტყველ” მცენარედ”, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ფურისულა ვულკანური ზონის მთებში დაიწყებს ყვავილობას, ეს მაუწყებელია იმისა, რომ იმ ადგილას, სადაც იგი აყვავილდა, მოკლე პერიოდში მოსალოდნელია ცეცხლოვანი ლავის ამოფრქვევა. ამიტომაც მას „ვულკანის მაუწყებელ ყვავილადაც” მოიხსენიებენ. შესაბამისად, ადგილობრივი მცხოვრებნი ფურისულას გამოჩენისთანავე დაუყონებლივ ტოვებენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს და მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად მთელი სოფლები იხიზნებიან. – (ავტორი გენია.ჯი)