ძველი ბრიტები – „ეპიზოდი”
ბრიტანეთის კუნძულების ძირითადი მოსახლეობა – ბრიტები, ისტორიის ადრეული ეპოქებიდანვე უდიდეს ყურადღებას აქცევდა ჯანსაღი კვების რაციონს. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია, ისინი ძირითად უპირატესობას რძითა და ხორცით გამოკვებას ანიჭებდნენ და დიდი ნახირებიც გააჩნდათ მსხვილფეხა პირუტყვისა. გენიალური ძველ ბერძენი ისტორიკოსი და ბიოგრაფი – მესტრიუს პლუტარქე გვამცნობდა, რომ ადრეულ ეპოქებში მაცხოვრებელი ბრიტანელები იმდენად ზომიერად იკვებებოდნენ და იმდენად ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდნენ, რომ მოხუცებულობაში შესვლას 120 წლის ასაკიდანაც კი იწყებდნენო. – (ავტორი გენია.ჯი)