ჰენრი III პლანტაგენეტი – „ეპიზოდი”
მრავალი ისტორიული წყარო გვამცნობს, რომ ინგლისის მეფე – ჰენრი III პლანტაგენეტი (1207-1272 წლები), რომელმაც სახელი გაითქვა ქვეყანაში გადასახადების გაზრდითა და იძულებითი სესხების გაცემით მოსახლეობაზე, ძალიან ძუნწი და ხარბი მონარქი იყო. (ავტორი გენია.ჯი) თავისი სიძუნწითა და სიხარბით ცნობილმა ინგლისის მონარქმა, მას შემდეგ, რაც მას პირველი ვაჟიშვილი – ედუარდი შეეძინა, ინგლისელი დიდებულებისაგან, ბარონებისაგან და სხვა ფულიანი და გავლენიანი ქვეშევრდომებისაგან, ყოველგვარი რიდისა და თავმდაბლობის გარეშე ოფიციალურად მოითხოვა ძვირფასი საჩუქრები მიერთმიათ პატარა პრინცისათვის (ინგლისის მომავალი მეფისათვის) მისი დაბადების დღის აღსანიშნავად. ცნობილი ინგლისელი ქრონიკოსისა და ისტორიკოსის – მატვეი პარიზელის (თუ რატომ მიიღო ინგლისელმა ისტორიკოსმა სახელად „პარიზელი” დღემდე უცნობია) გადმოცემის თანახმად, მეფის უტიფარმა და თახედურმა მოთხოვნამ იმ პერიოდში ინგლისელ დიდებულებში ერთი ფრიად გონებამახვილი და ნიშანდობლივი გამონათქვამი დაბადა: „ღმერთმა გვაჩუქა ეს ბავშვი, ჰენრის კი სურს, რომ მოგვყიდოსო”. – (ავტორი გენია.ჯი)