„იდეალური” ჟურნალისტის „იდეალი” უნარები
„იდეალურ ჟურნალისტს, როგორც კარგ ვირს, შეუძლია მხოლოდ ყურები გააპარტყუნოს, როცა ზურგს უკან შოლტის ქნევა ესმის. საჭიროა, მას ჰქონდეს ძაღლის ყნოსვა, რომ დროზე აიღოს გეში, საიდან მოდის შემწვარ-მოხრაკულის სუნი, ჰქონდეს ფოცხვერის თვალი, რომ მყის დალანდოს, ვინ ეცილება ლუკმაში, ან ვინ შეიძლება შეეცილოს; თხუნელასავით მოიმკვდარუნოს თავი, როცა საფრთხე ემუქრება; იაროს ისეთი ცვალებადი და უხმაურო ნაბიჯით, რომ ვერავინ შეამჩნიოს, რა ღრმად შეტოპა.
თუ იდეალურ ჟურნალისტს ეტყვიან, ღრმად შეგიტოპავსო, მან კიბორჩხალასავით, ცხრაფეხასავით დაიხიოს უკან. ამისათვის უნდა იცოდეს გველივით სრიალი და ხვლიკივით იცვლიდეს კანს შესაფერ დროსა და ადგილზე”… – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. მასალა აღებულია 1881-1882 წლებში საქართველოში გამომავალი ყოველკვირეული მხატვრული სატირულ-იუმორისტული ჟურნალიდან – „გუსლი”. – (ავტორი გენია.ჯი)