„დამაკვირდი”
1. „სიყვარულში ქალი ხშირად თვითონ ხდება მონადირე, კაცი კი – ნანადირევი”. – ჯორჯ ბერნარდ შოუ - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „ყველაზე გულწრფელი ადამიანები განსაკუთრებით იმაში არიან გულმართალნი, რასაც გვეუბნებიან, მაგრამ იმაში ტყუიან, რაც მიჩუმათებული აქვთ”. – ანდრე მორუა
* * *
3. „არ ღირს აღშფოთება, რომ ადამიანები გულქვანი, უმადურნი, უსამართლონი, ზვიადნი, თავის მოყვარულნი და გულგრილნი არიან მახლობლის მიმართ. ისინი ასე არიან შობილნი, ასეთია მათი ბუნება და ამას რომ არ შევურიგდეთ, ეს იგივე იქნება, იმაზე გავჯავრდეთ, რატომ ვარდება ქვა ძირს, ან რატომ მიიწევს ცეცხლის ალი ზემოთ”. – ლა ბრიუიერი
* * *
4. „წმინდა მეგობრობაში საშუალო ადამიანისთვის მიუწვდომელი მშვენიერებაა დამარხული”. – ლა ბრიუეირი
* * *
5. „სულ ცოტა რამ არის საჭირო იმისთვის, რომ მოხერხებულად ჩადენილ ბოროტმოქმედებას ისევე შეასხან ხოტბა, როგორც ჭეშმარიტ სათნოებას!”. – ანდრე მორუა – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „ვინც ადამიანებს სიკვდილს ასწავლის, ის მათ სიცოცხლესაც ასწავლის”. – მიშელ დე მონტენი
* * *
7. „ის, ვინც სახელმწიფოებრივ წყობილებას შეარყევს, უმეტესწილად პირველი იღუპება მის ნანგრევებში”. – მიშელ დე მონტენი
* * *
8. „მეგობრული გრძნობა რომ წარმოიშვას, იმდენი გარემოება უნდა დაემთხვას ერთმანეთს, რომ თუ ბედმა სამ საუკუნეში ერთხელ მაინც გვარგუნა, ისიც ბევრია”.
* * *
9. „კეთილგონიერებასაც აქვს თავისი უკიდურესობები და მას თავქარიანობაზე ნაკლები ზომიერება როდი სჭირდება”. – მიშელ დე მონტენი
* * *
10. „მე არ მეგულება ქვეყანაზე ისეთი ადამიანი, რომ ადგეს და სთქვას, გუთნის კვალი ბოლომდე გავიტანეო”. – კონსტანტინე ლორთქიფანიძე – (ავტორი გენია.ჯი)