„დამაკვირდი”
1. „ჩვენ გვინდა ვიცოდეთ ყველაფერი, ვიცოდეთ დაუყონებლივ, მაგრამ ცოტა რამ გავიგეთ და ისიც დიდი დაგვიანებით”. – ანატოლ ფრანსი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „აჰ, როგორი აღტაცებული ვარ ისეთი ადამიანებით, რომლებმაც იციან, რას აკეთებენ!” – ჟან კოქტო
* * *
3. „ამ ქვეყნად ყველაზე მალე სიახლე ძველდება”. – პოლ ვალერი
* * *
4. „ჯერ ვერავის უთქვამს გადაწყვეტით, რომ ზომიერების გრძნობაც აუცილებელი პირობა არ იყოს ადამიანის ხსნისათვის”. – ანატოლ ფრანსი
* * *
5. „ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ მომავლის მსაჯულები”. – ანდრე მორუა – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „სისასტიკე მუდამ სისასტიკედ დარჩება, რომელმა ხალხმაც არ უნდა მიმართოს მას”.
* * *
7. „საოცარია – ძლიერი სულის ადამიანები ღიმილით ხვდებიან სიკვდილს და ამ უკანასკნელი და ერთადერთი იარაღით იმარჯვებენ მასზე”. – გიზო ნიშნიანიძე
* * *
8. „ვისაც სულ ცოტა ჭკუა მაინც აქვს, მას არ შეუძლია იცოცხლოს და არ ეზიზღებოდეს თავისი თავი, სულ ერთია – პატიოსანია ის თუ უპატიოსნო”. – თედორე დოსტოევსკი
* * *
9. „ცხოვრებაში არსებობს ისეთი ხუმრობა, რომელსაც ზედმიწევნით სერიოზულად უნდა მოეკიდო”. – თომას მანი
* * *
10. „აბეზარობა ყოველთვის ცუდი აღზრდის ნიშანია”. – თომას მანი – (ავტორი გენია.ჯი)