ვოლტერი – „ეპიზოდი”
გენიალურმა ფრანგმა მწერალმა - ვოლტერმა, თავისთვის ახალ ჟანრში 1747 წელს დაიწყო მუშაობა, ესე იგი, ორმოცდაცამეტი წლის ასაკში. (ავტორი გენია.ჯი) თავისი შედევრი-ქმნილება – „კანდიდი” კი 1759 წელს დაწერა, როდესაც იგი სამოცდახუთი წლისა იყო. „მიამიტი” სამოცდაცამეტი წლისამ შეთხზა, „ადამიანი ორმოცი ეკიუთი” – სამოცდათოთხმეტი წლის ასაკში ყოფნის ჟამს შექმნა. ამავე ასაკში ვოლტერმა დაწერა „ბაბილონის პრინცესა” და „ჟენის ამბავი” , ხოლო „ბრუციანი მებარგული”, „კონტ დე ჩესტერფილდის ყურები” და სხვა პატარ-პატარა მოთხრობები კი მაშინ დაწერა, როდესაც ოთხმოცს გადააბიჯა. ამიტომაც შენიშნა ერთხელ მეტად მახვილგონივრულად ცნობილმა ფრანგმა მწერალმა და დიპლომატმა – პოლ მორანმა – „ფრანგი მწერლები არასოდეს არიან ისე ახალგაზრდანი და ყოველგვარი საზრუნავისაგან თავისუფალნი, როგორც სამოცი წლის შესრულების შემდეგო”. – (ავტორი გენია.ჯი)