მარსელ პრუსტი – „ეპიზოდი”
დიდებული ფრანგი მწერლისა და მოდერნიზმის მამამთავრის - მარსელ პრუსტის (1871-1922 წლები) ერთ-ერთ დამახასიათებელ თვისებას ზამთარ-ზაფხულ ბეწვის ქურქით სიარული წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ამ უცნაური თვისების მიზეზად ბიოგრაფები ასახელებენ იმას, რომ პრუსტი ერთთავად, ყოველთვის შემცივნული იყო. გარდა ამისა, თავაზიანი ფრანგი ლიტერატორისათვის ასევე დამახასიათებელი ყოფილა გულუხვობა. როგორც მარსელის უახლოესი მეგობარი, ფრანგი კომპოზიტორი – რეინალდო ჰანი გვამცნობს – მწერალი კაფედან გამოსვლისას ყველას ურიგებდა გასამრჯელოს. ერთხელ, როცა მომსახურე ოფიციანტს ფული გადაუხადა, კუთხეში მეორე ოფიციანტი შენიშნა, და თუმცა ის არც კი გაჰკარებია, სწრაფად გაემართა მისკენ, რომ მისთვის მიეცა დაუმსახურებელი და მეტისმეტად დიდი თანხა. ასეთ სიტუაციებში პრუსტი ყოველთვის ამბობდა – „გულს დააკლდებოდა, უყურადღებოდ რომ დამეტოვებინაო”.
სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს, ფილტვებით დაავადებულმა ლიტერატორმა ექიმები ახლოს არ გაიკარა. შედეგად მარსელ პრუსტი გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მწერალს უკანასკნელი რვეულის უკანასკნელ გვერდზე ჩაუწერია: „დასასრული”. – (ავტორი გენია.ჯი)