ჟან კოქტო – „ჩემი სურვილი თუმც სხვაა და მეუცხოვება”

ჩემი სურვილი თუმც სხვაა და მეუცხოვება,

ვერ გამიწყვია მე ვერაფერი,

მიილტვის ლექსის მოლოდინში ჩემი ცხოვრება

და რაც მეძლევა, მას ვეწაფები.

* * *

მუზას რა უნდა, ან სურვილი რაა მზაკვრისა?

არ ვიცი-მეთქი, რა უნდა ღმერთსაც,

მაგრამ მე ვიცი, ამ ქვეყანამ რაც დამაკისრა,

ვერ გავექცევი მე იმას ვერსად.

კომენტარის დატოვება