კორნელია გრაკქუსი – „ეპიზოდი”
ერთ მშვენიერ დღეს სიბრძნით სახელგანთქმული რომაელი ქალბატონისა და დედის ისეთი სახელოვანი შვილებისა, როგორებიც იყვნენ – ტიბერიუს და გაიუს გრაკქუსები, - კორნელია გრაკქუსის (ძვ.წ.აღ-ით 190-100 წლები) ოჯახში დიდი წვეულება იქნა გამართული. (ავტორი გენია.ჯი) მდიდარ რომაელთა ცოლები, რომლებიც კორნელიას სამეგობრო წრეს წარმოადგენდნენ, წვეულებაზე ერთი მეორეს თავიანთი ძვირფასეულობითა და მორთულობით ეტრაბახებოდნენ. რამდენიმე ხანში გრაკქუსების ოჯახში სტუმრად მყოფმა მანდილოსნებმა კორნელიასაც სთხოვეს ეჩვენებინა მათთვის თავისი საუკეთესო სამკაულები. მოულოდნელად, კორნელია მისაღებიდან მეზობელ ოთახში გავიდა, საიდანაც თავის პატარა შვილებთან ერთად ხელიხელჩაკიდებული დაბრუნდა. „აი, ჩემი ყველაზე ძვირფასი სამკაულები და მორთულობანიო”, – მიმართა მან მეგობრებს და შვილები გულში ჩაიკრა. – (ავტორი გენია.ჯი)