ილია ჭავჭავაძე – „რას ნიშნავს ქართველებისათვის „დედა”?!
„ქართველებისათვის „დედა” მარტო მშობელი არ არის. ქართველი ღვიძლ ენასაც „დედა-ენას” ეძახის, უფროს ქალაქს – „დედაქალაქს”. მკვიდრსა და დიდ ბოძს სახლისას – „დედა-ბოძს”. უდიდეს და უმაგრეს ბურჯს – „დედა-ბურჯს”, სამთავრო აზრს – „დედა-აზრს”, გუთნის გამგებელ მამაკაცსაც კი – „გუთნისდედას”, რაოდენად განდიდებულია მნიშვნელობა დედისა, რამოდენად გამრავალგვარებული, გაპატიოსნებული, გაძლიერებული, გაღონიერებული და თავმოსაწონებელი!.. სიდიდე, სიმაგრე და სიმკვიდრეც კი აღნიშნულია დედობით, ამაზე მეტი პატივი რაღა უნდა მოუტანოს სახელმა! სიტყვა „ქალი” განა იმოდენას გვეტყვის, რასაც გვეუბნება „დედა” და მასთან ერთად „კაცი”?! – (ავტორი გენია.ჯი)