ფილიპე II მაკედონელი – „ეპიზოდი”
ისტორიულად დადატურებული ფაქტია, რომ ძველ ბერძნული ქალაქების – ამფიპოლისისა და პიდნისას აღებაში ალექსანდრე დიდის მამას, მაკედონიის მეომარ მეფეს – ფილიპე II მაკედონელს ხელი ზემოაღნიშნულ ქალაქებში მაცხოვრებელმა ადგილობრივმა მოღალატეებმა შეუწყვეს. (ავტორი გენია.ჯი) ღამით მოღალატეებმა ქალაქების კარიბჭეები მტერს გაუღეს. გაუღეს და სრულიად სამართლიანადაც, – ელდაც ეცათ. ამფიპოლისსა და პიდნასში შეჭრილი ფილიპე პირველ რიგში სწორედ რომ მათ გაუსწორდა. და გაუსწორდა შემდეგი სიტყვებით – „თქვენ თქვენები არ დაინდეთ და მე დამინდობთო?”