ჟორჟ ლუი ლეკლერკ დე ბიუფონი – „ეპიზოდი”
დიდი ფრანგი ბუნებისმეტყველისა და მწერლის - ჟორჟ ლუი ლეკლერკ ბიუფონის (1707-1788 წლები) სახელ-დიდება და პოპულარობა იმდენად მაღალი იყო სამშობლოში, რომ თვით საფრანგეთის მეფის – ლუი XVI-ს ბრძანების საფუძველზე სამეფო კაბინეტის შესასვლელში დადგმული იქნა ლეკლერკის ბიუსტი, რომელსაც ამშვენებდა ლათინური წარწერა: „Majestati naturae par ingenium” (გონება, ბუნების სიდიადის თანაბარზომიერია). და ეს მით უფრო საყურადღებო მოვლენაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფრანგმა მონარქმა საკუთარი კაბინეტის შესასვლელში ბიუფონის ბიუსტი დიდი ნატურალისტის სიცოცხლეშივე დაადგმევინა. – (ავტორი გენია.ჯი)