ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი – „ლოცვის სიდიადე”
„მე ჯიუტად მივისწრაფოდი ღმერთისაკენ, რათა მისგან საგანთა აზრი გამეგო. მაგრამ მთის წვერზე შავი გრანიტის მძიმე ლოდის მეტი ვერაფერი შევნიშნე. და სწორედ ეს იყო ღმერთი. გრანიტის ლოდი მიუწვდომელია. და მუდამ მიუწვდომვლად უნდა დარჩეს. ღმერთი, რომელსაც გული აუჩვილდება, ღმერთი აღარ არის. ის არც მაშინ არის ღმერთი, როცა ლოცვა მოალბობს ხოლმე. პირველად ჩავწვდი ჩემს ცხოვრებაში ამას: ლოცვის სიდიადე, უწინარეს ყოვლისა, იმაში მდგომარეობს, რომ იგი მუდამ უპასუხოდ რჩება, რომ ურთიერთობა ღმერთსა და მორწმუნე კაცს შორის უგვანო გარიგებით არ არის შერყვნილი და ლოცვის გაკვეთილი დუმილის გაკვეთილია. და, რომ სიყვარული მხოლოდ იქ იწყება, სადაც ძღვენს აღარ ელიან. სიყვარული, უწინარეს ყოვლისა, ლოცვაში ვარჯიშია, ხოლო ლოცვა – დუმილში ვარჯიში”. – (ავტორი გენია.ჯი)