რატომ უწოდა ქართველმა ხალხმა ლამაზ ქალს „მზეთუნახავი”?
უძველეს ეპოქებში ქართველ ხალხში სილამაზის ქართულ ქალღმერთს, ასტრალიურ ღვთაებას, რომელიც ძველ ბერძნული აფროდიტესა და ძველ რომაული ვენერას ანალოგი იყო და მათსავით უკიდეგანო მშვენიერებით გამოირჩეოდა – „ეთერი” ერქვა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია, ქართველთა მიერ „მწუხრის ვარსკვლავად” წოდებული ულამაზესი ვარსკვლავი ვენერა დღე-ღამეში ცის კაბადონზე ორჯერ ჩნდება. ერთხელ: მზის ჩასვლის შემდეგ და მეორედ: გათენების ხანს, მზის ამოსვლის წინ. ესე იგი, იგი დილითაც მზის უნახავადვე ჩადის და მას ჩვენ „დილის ცისკარს” ვუწოდებთ. როგორც ვხედავთ, ეს ტურფა ვარსკვლავი მზეს ვერასოდეს ხედავს. თავის მხრივ კი, ქართველმა ხალხმა ლამაზ ქალსა და უმშვენიერეს (მზეთუნახავ) ვარსკვლავს – ვენერას შორის პარალელი გაავლო და შედეგად, ლამაზ ქალსაც – „მზეთუნახავი” უწოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
ვენერა ღამით
ვენერა დილით