ლევ ტოლსტოი – „ეპიზოდი”
მაქსიმ გორკისთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს, ვლადიმერ ლენინმა ხელში ახლადწაკითხული ლევ ტოლსტოის გენიალური ლიტერატურული ქმნილება – „ომი და მშვიდობა” აიღო და ნაწარმოებით აღფრთოვანებულმა რუს ლიტერატორს მიმართა: „ – ეს რა უზარმაზარი ლოდია, ჰა? რა ბუმბერაზი დევკაცია! აი, მხატვარი, ჩემო ბიძია… და, იცით რა არის კიდევ გასაოცარი? ამ გრაფამდე ნამდვილი გლეხი ლიტერატურაში არ ყოფილა”. – მცირეოდენი ხნიანი დუმილის შემდეგ კი, ბელადმა იკითხა: „ – ვინ შეიძლება დავაყენოთ მის გვერდით?” – რაზედაც თავადვე გასცა პასუხი: „არავინ”. – (ავტორი გენია.ჯი)