კუტუბოს ტომის ხალხი – „ეპიზოდი”
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანიაში განთავსებულ ქვეყანაში – პაპუა-ახალი გვინეის დამოუკიდებელ შტატებში მაცხოვრებელი – კუტუბოს ტომის ხალხის ყოფიერება მიუხედავად ცივილიზაციასთან კონტაქტისა, მაინც ძალიან პრიმიტიულ ხასიათს ატარებს. (ავტორი გენია.ჯი) ცრურწმენებით უკიდურესად დამძიმებული ველურად მაცხოვრებელი ხალხი ქვეყნიერებას ახლადმოვლენილი ტყუპი ბავშვებიდან ბოლო დაბადებულს – აგდებენ. ისინი ტყუპების დაბადებას არაბუნებრივ მოვლენად მიიჩნევენ და ვარაუდობენ, რომ ტყუპებიდან ერთი მათგანი უცილობლად ავი სულებით არის შეპყრობილი. შესაბამისად, იმისათვის, რომ მან მეორე მათგანს დევნა არ დაუწყოს, პროფილაქტიკური ღონისძიების მიზნით მას თავიდან იშორებენ და აგდებენ. გარდა ამისა, კუტუბოს ხალხი თავიანთი ქოხების შესასვლელებზე ჰკიდებენ ღორის ყბებისაგან გაკეთებულ ჯაჭვს ნიშნად იმისა, რომ სულებს შეახსენონ, თუ რაოდენ მრავლად შესწირეს მათ მსხვერპლად. – (ავტორი გენია.ჯი)