„დამასკური თხა”
სირიის არაბული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მობინადრე წყვილჩლიქოსანი მცოხნავი ცხოველის – შამის თხის ერთ-ერთ სახეობას – „დამასკურ თხას” მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი სახეობის ცხოველად მიიჩნევენ. (ავტორი გენია.ჯი) თავად დამასკური თხის სამშობლოში, სირიაში კი მას – „ღვთაებრივად ლამაზად” მოიხსენიებენ. ამ უნიკალური და უიშვიათესი სახეობის ცხოველი ხანგრძლივი ისტორიის მატარებელია და ფართოდაც არის იგი ასახული ადგილობრივი ხალხის ფოლკლორსა და ზღაპრებში. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ეს „სიმპათიური” ცხოველი კარგი პროდუქტიულობითაც არის გამორჩეული. დამასკური თხა ადვილად ეგუება ცხელ და ცივ კლიმატს, რის გამოც იგი სირიის გარდა გავრცელებულია მეზობელ ქვეყნებშიც. მათ უმრავლესობას რქები ამშვენებს. გამოირჩევიან დაშვებული გრძელი ყურებით, რომელთა სიგრძემაც შესაძლოა 30 სანტიმეტრსაც კი მიაღწიოს. (ავტორი გენია.ჯი) მაქსიმალური წონა, რასაც შესაძლოა დამასკურმა თხამ მიაღწიოს, – 130 კილოგრამია. ერთი მეტრის სიმაღლის მქონე იშვიათ თხათა სიგრძე 75- 85 სანტიმეტრია. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ დამასკური თხის ერთი ეგზემპლარის ფასი – 67 000 ამერიკულ დოლარამდე მერყეობს. – (ავტორი გენია.ჯი)