ვირჯინია ვულფი – „ეპიზოდი”
XX საუკუნის პირველი ნახევრის მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, სახელგანთქმული ინგლისელი მწერალი ქალი – ვირჯინია ვულფი (1882-1942 წლები), რომელმაც უდიდესი წვლილი დაიდო ინგლისური სიტყვიერების დახვეწასა და განვითარებაში, ერთობ რთული ხასიათით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) ამ პატივმოყვარე და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ქალბატონს თავისი მოსამსახურეები ძულდა, რაც არაერთხელ აღნიშნა კიდეც საკუთარ დღიურში. იმ დღიურში, რომელიც მოგვიანებით თავადვე გამოაქვეყნა საჯაროდ. იგი აღიარებდა, რომ მისი მოსამსახურეები გაცილებით მეტს კი იმსახურებდნენ, მაგრამ მათ ღვთისაგან არ ჰქონდათ მინიჭებული უფლება იმისა, რომ ისევე ღრმად დაამტკბარიყვნენ სიცოცხლით, როგორც თავად ტკბებოდა. ვირჯინია უმკაცრესად აკონტროლებდა თავის მოსამსახურეებსა და მათ ქმედებებს. მისთვის დამახასიათებელ ერთ უჩვეულო თვისებას წარმოადგენდა ისიც, რომ ლიტერატორი ქალი სახლიდან გასვლის წინ ბინის სხვადასხვა კუთხეებში უტოვებდა ლაქიებს წერილობითი ფორმით იმ დავალებებს, რომლებიც მათ „ქალბატონის” დაბრუნებმადე უნდა მოესწროთ და შეესრულებინათ. თავის მხრივ კი, მოსამსახურეები ვალდებული იყვნენ მოეძებნათ „ქალბატონის” მიერ სახლში დატოვებული მათთვის განკუთვნილი თითოეული სადავალებო წერილი. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურეები რომელიმე წერილს ვერ აღმოაჩენდნენ და შესაბამისად, სრულყოფილად ვერ შეასრულებდნენ ვირჯინიას წერილობით მითითებებს, განაწყენებული ვულფი ყოველთვის შენიშნავდა ხოლმე – „მშრომელთა კლასის წარმომადგენლები სულელები არიან, რასაც ისინი ყოველდღიურად თავადვე ამტკიცებენო”. – (ავტორი გენია.ჯი)