ვერა ნაბოკოვა – „ეპიზოდი”

1955 წელს ერთბაშად ხუთმა ამერიკულმა საგამომცემლო სახლმა განუცხადა უარი ვლადიმერ ნაბოკოვს, თავისი ახალი რომანის – „ლოლიტა”-ს გამოქვეყნებაზე. (ავტორი გენია.ჯი) „ამაზრზენ წიგნად” წოდებული ნაწარმოების გამოქვეყნების ბედი ინგლისში თვით ინგლისის პარლამენტმაც კი გადაწყვიტა. გადაწყვიტა და ისიც – უარყოფითად. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რუსი მწერლის უხამსი მასალებით გაჯერებული ლიტერატურული ქმნილების პუბლიკაციაზე დათანხმდა, საფრანგეთი იყო. ვლადიმერის მიერ დაწერილი ხელნაწერები საგამომცემლო სახლში თავად მწერლის მეუღლეს მიჰქონდა, რადგანაც იგი „ლოლიტას” ირგვლივ წარმოშობილი სიტუაციის გამო, ფოსტას არ ენდობოდა. შესაბამისად, ვერა ნაბოკოვა (ლიტერატორის მეუღლე) მთელი ძალისხმევით ცდილობდა ქმრის ნაწარმოების გამოქვეყნებას და ამაში გასაკვირი ალბათ არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ვერა ნაბოკოვა „ლოლიტას” დაწერამდე სულ რაღაც ათიოდე წლით ადრე საკუთარ 12 წლის ვაჟს კატეგორიულად უკრძალავდა ჯორჯ ბერნარდ შოუს შედევრის – „ტომ სოიერის თავგადასავლის” წაკითხვას. „ეს წიგნი ბიჭების მიმართ ადრეულ ინტერეს აღძრავს გოგონებში და გვასწავლის ცუდს!” – ასე ამბობდა ვერა ნაბოკოვა ბავშებისათვის ამ უსაყვარლესი ნაწარმოების შესახებ. ამ დროს კი, თვითონ მთელი ძალისხმევით ცდილობდა, რომ მასიურად გამოცემულიყო უამრავი უხამსი სცენით გაჯერებული თავისი მეუღლის ნაწარმოები. ის ნაწარმოები, რომლის გამოც ავტორს საფრანგეთში პედოფილიის უმძიმეს ცოდვაშიც კი დასდეს ბრალი სრულიად უსამართლოდ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>