იცით თუ არა, რომ?!
1. უძველეს ქართველებს სწამდათ, რომ სამყარო სამი სკნელისაგან შედგენილი მთელი იყო: ზესკნელ-ქვესკნელი და მათი დამაკავშირებელი შუალედი – შუასკნელი. ქართველი ხალხი სამივე სკნელს სამი ფერის ცხოველებით ან მდინარით წარმოადგენდა: თეთრი, შავი და წითელი გველეშაპების, რაშების, ირმებისა და ცხვრების სახით. თეთრი ფერი – ზესკნელის ფერი იყო, შავი – ქვესკნელის, ხოლო შუასკნელი გამოისახებოდა წითელი ან ჭრელი ფერებით. ამბობენ, ამიტომაც თქვა შუასკნელის (ცხოვრების) შესახებ ქართველებმა – „ეს ცხოვრება ჭრელიაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. თეატრებში დადგმულ თითოეულ დრამატულ წარმოდგენას ძველი ინდოელები ამ უმშვენიერესი სიტყვით ასრულებდნენ: „იყვნენ ყველა ერი ტანჯვისაგან თავისუფალი”.
* * *
3. „ვოლტერმა თავის ლიტერატურულ ქმნილებაში (პოემაში) – „ორლეანელი ქალწული”, საფრანგეთის ეროვნული გმირი ქალი სასაცილოდ აიგდო და იგი ერთობ გონებაშეზღუდულ გლეხ გოგონად წარმოადგინა, რის გამოც ფრანგი ხალხისაგან დიდი რისხვაც დაიმსახურა.
* * *
4. საფრანგეთის დიდი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერისა და ქვეყნის ფაქტობრივი გამგებლის – მაქსიმილიან რობესპიერის სიკვდილით დასჯის შემდეგ, მაქსიმილიანის სახელს პარიზის ქუჩებში ლაფში სვრიდა მისი უკიდურესად მოძულე და – შარლოტა რობესპიერი, რომელსაც იმისათვის, რომ ერთ დროს ნაპოლეონ ბონაპარტის საყვარელს წარმოადგენდა, სახელოვანმა კორსიკელმა პენსიის სახით – 6 000 ლივრი დაუნიშნა.
* * *
5. „როდესაც მკვდარი მტვრად ვიქცევი, ბავშვებთან ერთად ითამაშებენ ჩემს საფლავზე ალბათ ძაღლები”. – ასეთი პოეტური წინასწარმეტყველება გააკეთა სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს ცნობილმა ფრანგმა პოეტმა – ანდრე ფრენომ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ელვის სინათლის სისწრაფე წამში – 300 000 კილომეტრს შეადგენს.
* * *
7. მეცნიერთა მტკიცებით, დედამიწაზე უძველეს ანუ „არქეულ ერაში”-ც (დაიწყო 4 000 მილიონი წლის წინათ) დაახლოებით იმდენივე წყალი იყო, რამდენიც დღეს არის.
* * *
8. წყლის აგებულებისა და მისი ქიმიური შემადგენლობის თანამედროვე გაგება სიკვდილით დასჯილი გენიალური ფრანგი ქიმიკოსის – ანტუან ლავუაზისაგან მომდინარეობს. მან დაკვირვებების შედეგად 1783 წელს დაასკვნა, რომ წყალში ჟანგბადის რაოდენობა წონით 88,81 %-ს შეადგენს,ხოლო წყალბადისა კი – 11,19 %-ს.
* * *
9. მიწის ქერქი შედგება ყველა ცნობილი ქიმიური ელემენტისაგან, მაგრამ მათ შორის ძირითადს მაინც ათი სახის ელემენტი წარმოადგენს: ჟანგბადი (46,8%), სილიციუმი (27,3%), ალუმინი (8,7%), რკინა (5,1%), კალციუმი (3,6%), ნატრიუმი (2,64%), კალიუმი (2,6%), მაგნიუმი (2,1%), ტიტანი (0,6%) და წყალბადი (0,15%), რომელთა საერთო რაოდენობა მიწის ქერქში 98,99%-ია.
* * *
10. მზის სისტემის დიამეტრი – 12 მილიარდი კილომეტრია. – (ავტორი გენია.ჯი)