ივანე ტურგენევი – „რა არის სიყვარული?”
„ნამდვილი სიყვარული – გრძნობაა, რომელიც სულ არა ჰგავს იმას, როგორც წარმოგვიდგენია. სიყვარულს გრძნობას ვერ ვუწოდებთ; იგი სნეულებაა, სულის და ხორცის გარკვეული მდგომარეობა; ის თანდათანობით როდი ძლიერდება; მასში დაეჭვება შეუძლებელია, მასთან ეშმაკობა არ გაგივა, თუმც მუდამ ერთნაირად როდი იჩენს თავს: ჩვეულებრივად უეცრად მისი ნება-სურვილის დაუკითხავად მოედება ადამიანს – არც მეტი, არც ნაკლები, ნამდვილი ქოლერა, ან ციებ-ცხელებაა… კლანჭს მოსდებს იმ შენს თვალისჩინს, აიტაცებს, ვით ქორი წიწილას და რაც არ უნდა იფრთხიალოს და ეურჩოს, საითაც სურს… იქით გააქროლებს. სიყვარულმა თანასწორობა არ იცის, სიყვარულმა არ იის გერმანელ პროფესორთაგან გამოგონილი ეგრეთ წოდებული სულის სულთან შეერთება და სხვა იდეალობა… არა, სიყვარულში ერთი მონაა, მეორე – მეუფე. ტყუილად არ უმღერიან პოეტები სიყვარულის ხუნდებს. დიახ, სიყვარული ხუნდია, და ყველაზე მძიმე ხუნდი”. – (ავტორი გენია.ჯი)