ანდრე მორუას პესიმისტური მსოფლმხედველობა
„რა არის ჩვენი ყოფა დედამიწაზე, თუ არა უნაყოფო შრომა? თუ აუტანელი შრომის შედეგად მაინც მოვახერხეთ ლოდის ატანა მთის წვერზე, მაშინვე ან რაიმე ავადმყოფობა ან ომი ისევ დაანარცხებს მას მთის ძირში და როგორიც არ უნდა იყოს სიცოცხლე, სულ ერთია, იგი მაინც სიკვდილით, საბოლოო დაცემით მთავრდება. შევიგნოთ უაზრობა ასეთი მოქმედებისა, ეს იმას ნიშნავს, აღმოვაჩინოთ ადამიანის არსებობის აბსურდულობა. ამ ქვეყანაზე, სადაც არ არსებობს იმედი, არ არსებობს ილუზიები, ადამიანი თავს „უცხოდ” გრძნობს.
მაშ რაღა საჭიროა ამდენი შრომა, თუკი ხვალ მაინც უნდა მოვკვდე? სახელის გულისთვის? სახელი საეჭვო რამაა და თუ შემთხვევით მან ჩემზე მეტი იცოცხლა, ამას მე მაინც ვერ გავიგებ. მაშ რიღასთვისღა ვიღწვით? ჩვენ ბავშვობიდანვე მომავლით ვცხოვრობთ: „ხვალ… მოგვიანებით… გაიზრდები და გაიგებ”. მაგრამ ხვალ – ეს სამარეა. ერთ მშვენიერ დღეს ადამიანი ხვდება ამ თვალთმაქცობას, მაგრამ აღშფოთებას უკვე აზრი აღარა აქვს”. – (ავტორი გენია.ჯი)