დემოსთენეს შესახებ…
„სავარჯიშოდ მან მიწისქვეშა ოთახი მოიწყო და იქ ყოველდღე აუცილებლად ჩადიოდა, სწავლობდა სამსახიობო თამაშს და იმაგრებდა ხმას, ზოგჯერ კი მთელი ორი-სამი თვით განმარტოვდებოდა ხოლმე, თავს ნახევრად გადაიპარსავდა, სირცხვილით გარეთ რომ ვერ გამოსულიყო, რაგინდ ძალიან მონდომებოდა… იგი სხვადასხვაგვარი ვარჯიშებით ცდილობდა ფიზიკური ნაკლისა და სისუსტის გამოსწორებას. არამკაფიო ჩლიფინის დასაძლევად, რაც ესოდენ დამახასიათებელი იყო დემოსთენესათვის, იგი პირში კენჭებს იდებდა და ასე ამბობდა ზეპირად ამა თუ იმ პოეტის ლექსთა ნაწყვეტებს, ხმას იმაგრებდა სირბილით, ციცაბო აღმართზე საუბრითა და იმით, რომ ამოუსუნთქავად წარმოთქვამდა რამდენიმე ტაეპს ან რომელიმე გრძელ ფრაზას…” – ასეთი საინტერესო ცნობა დაგვიტოვა მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძველ ბერძენი ორატორის - დემოსთენეს (ძვ.წ.აღ-ით 384-322 წლები) შესახებ მისმა უახლოესმა მეგობარმა – დემეტრიოს ფალერელმა. (ავტორი გენია.ჯი) ის მიზეზი, რამაც დემოსთენე ესოდენ მიზასწრაფული გახადა თავისი ენაბრგვილობა როგორმე გამოესწორებინა და ორატორულ ხელოვნებას დაუფლებოდა, – ოჯახში წარმოშობილ კონფლიქტში მდგომარეობდა. კერძოდ: დემოსთენე შვიდი წლის ასაკში დაობლდა. ქვრივ დედას, დემოსთენესა და მის ხუთი წლის დას მამისგან მემკვიდრეობად საკმაოდ სოლიდური ფულადი სახსარი დარჩათ – 14 ტალანტი ოქროთი, ძვირფასი სასახლე და ორი სამონათმფლობელო სახელოსნო. ეს მემკვიდრეობა სრულიად საკმარისი იყო მომავალი დიდი-ორატორის უზრუნველი ყრმობისა და ჩინებული განსწავლისათვის, მაგრამ მამის (მასაც დემოსთენე ერქვა) დანატოვარ ფულსა და ქონებას გაიძვერა მეურვეები დაეპატრონენ. (ავტორი გენია.ჯი) მას კი სამადლოდ, მთელი დანატოვარი თანხიდან მცირედი უწილადეს და ფაქტიურად თავისივე სახლის ანაბარადღა დატოვეს მხოლოდ. იმისათვის, რომ შურისძიების წყურვილით აღვსებულ დემოსთენეს სასამართლოს ძალით დაებრუნებინა დატაცებული ქონება, მან გადაწყვიტა სასწავლებლად მიბარებოდა ერთ სახელგანთქმულ რიტორ-ადვოკატს და სამართლებლივი საფუძვლების შესწავლისთვისაც მიეყო ხელი. უდიდესი ძალისხმევის შედეგად დემოსთენემ არა მხოლოდ გამოასწორა თავისი მეტყველება, არამედ დიდებულ ორატორადაც ჩამოყალიბდა. იგი სასამართლოზე გაქნილი მეურვეების წინააღმდეგ ხუთჯერ გამოვიდა სიტყვით და საბოლოო ჯამში მიზანსაც მიაღწია: სასამართლომ დემოსთენეს სამართლიანობა სცნო, თუმცა ფულის დაბრუნება მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა. ამრიგად, ახალგაზრდა დემოსთენემ წააგო ფული, მაგრამ მოიგო სასამართლო პროცესი და სამომავლოდ კი მთელი ელადისა და კაცობრიობის საუკუნო დიდებაც. – (ავტორი გენია.ჯი)
დემოსთენე ვარჯიშობს ორატორულ ხელოვნებაში