პოლ ლანჟევენი – „ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, ოკუპირებულ პარიზში, გერმანულმა გესტაპომ დიამაგნეტიზმისა და პარამაგნეტიზმის თეორიის ფუძემდებელი გენიალური ფრანგი ფიზიკოსი – პოლ ლანჟევენი (1872-1946 წლები) დააკავა. (ავტორი გენია.ჯი) მისი დაკითხვა გესტაპოს შეფმა ნაცისტური ხელისუფლების სამსახურში ჩამდგარ ბერლინის უნივერსიტეტის ისტორიის გერმანელ პროფესორს – პოლკოვნიკ ბემელბრუკს დაავალა, რაც ხაზს უსვამდა ლანჟევენის დიდ ავტორიტეტსა და მისი პიროვნების დიდ მნიშვნელობას გერმანელებისათვის. სხვათაშორის, ლანჟევენის სახლის ჩხრეკას ბემელბრუკიც ესწრებოდა. იგი დიდი ცნობისმოყვარეობით ქექავდა პროფესორის ქაღალდებს, რომლებშიაც მისი განსაკუთრებული ინტერესი ალბერტ აინშტაინის ლანჟევენისადმი მიწერილმა წერილმა მიიპყრო. პოლკოვნიკმა გენიალურ ფრანგ ფიზიკოსს ჰიტლერის კრიტიკასა და ანტისემიტური დევნის გაკიცხვაში დასდო ბრალი.
„ – ჩვენ მიგვაჩნია, რომ თქვენ პასუხისმგებლობა გეკისრებათ ახლანდელი ომისა და ახლანდელი სისხლისღვრისათვის, ისევე როგორც ფრანგი ენციკლოპედისტები პასუხისმგებლები არიან საფრანგეთის რევოლუციისა და 1793 წლის იაკობინელთა ტერორისათვის. ჩვენთვის ისეთივე დამნაშავე ხართ, როგორც დიდრო და დალამბერი!” – განუცხადა „ძვირფას” ტუსაღს ყოფილმა ისტორიკოსმა.
ჭაღარა ფრანგს მრავლისმეტყველი ღიმილი მოჰგვარა ბემელბრუკის სიტყვამ. სახელოვან თანამემამულეებთან „შეტოლებამ”, როგორც აღმოჩნდა პროფესორს დიდი სიამოვნება მოჰგვარა, რაც მისმა პასუხმაც ცხადყო: „ – არასოდეს მიფიქრია, რომ ასეთი მაღალი პატივის ღირსი გავხდებოდი ოდესმე”. – (ავტორი გენია.ჯი)