პაულ თომას მანი წერდა…

„ადამიანი ბუნების პირმშოა და ფესვები ბუნებაში აქვს გადგმული. მისი ანატომიის მსგავსებამ მაღალგანვითარებულ მაიმუნებთან ალბათ ზედმეტად არ უნდა დაგვიბნელოს თვალები, ამაზე ისედაც დიდი აურზაურია ატეხილი. ღორის წამწამებიან ცისფერ თვალებსა და კანს უფრო მეტი საერთო აქვს ადამიანთან, ვიდრე ნებისმიერ შიმპანზეს, ანდა ადამიანის შიშველი სხეული განა არ მოგვაგონებს ხოლმე ღორისას? ჩვენს ტვინს კი, თავისი აგებულებით, ყველაზე მეტად ვირთხის ტვინი უახლოვდება. ადამიანის მსგავსებას რომელიმე ცხოველთან ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. ხან თევზს მიამსგავსებ ვინმეს, ხან მელას, ძაღლს, სელაპს, მიმინოს თუ ცხვარს, მაგრამ მეორე მხრივ, გამჭრიახი თვალი ცხოველთა სახეშიც შეიცნობს რაღაც ადამიანურს, თითქოს ჯადოქრობის წყალობით ცხოველის ნიღბით მოვლენილს… ო, ადამიანი და ცხოველი საკმაოდ ენათესავება ერთმანეთს! თუ საქმე წარმოშობაზე მიდგა, ადამიანიც ისევეა წარმოშობილი ცხოველისაგან, როგორც ორგანული ბუნებაა წარმოქმნილი არაორგანულისგან. იოტისოდენა რაღაც წაემატებოდა და მორჩა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>