იცით თუ არა, რომ?!

1. საფრანგეთის დიდ რევოლუციამდე რამდენიმე ხნით ადრე, ფუფუნებისა და კომფორტის ღრმად მოყვარული დედოფლის – მარია ანტუანეტას პირადი ამალა – 800 ადამიანისაგან შედგებოდა. მისი სასახლე წელიწადში უზარმაზარ თანხას – 45 მილიონ ლივრს ნთქავდა. გარდა ამისა, ცნობილია ისიც, რომ ყოველწლიურად მარია ანტუანეტას მდიდრულ სასახლეში 157 000 ლივრის სანთელი იწვოდა და ფუფუნების მოყვარული დედოფალი მხოლოდ მისი შინაური თეატრის შესანახად იხდიდა 300 000 ლივრს. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. 1850 წელს თბილისში ვიზიტად მყოფ ტახტის მემკვიდრეს – ალექსანდრე II-ს ამიერკავკასიის გენერალ-გუბერნატორმა – მიხეილ ვორონცოვმა „ქართული თეატრის აღმაშენებლად” წოდებული- გიორგი ერისთავი შემდეგი სიტყვებით წარუდგინა: „გაიცანით, ქართველი მოლიერი”.

* * *

3. გენიალურმა ფრანგმა მწერალმა – ონორე დე ბალზაკმა დიდ ფრანგ მხატვარ-კარიკატურიტს – ონორე დომიეს – „კარიკატურის მიქელანჯელო” უწოდა.

* * *

4. „რუბენსის შესანიშნავი მემკვიდრე, ჭეშმარიტი მხატვარი თავში მზითა და გულში ქარიშხლით”. – ამ სიტყვებით ახასიათებდნენ ეჟენ დელაკრუას მისი თანამედროვეები.

* * *

5. მეკლენბურგის რეგიონში (გერმანია) არსებულ ერთ-ერთ ქრისტიანულ ტაძარში XIV საუკუნეში შექმნილი ერთობ უჩვეულო შინაარსის მქონე ფერწერული ნამუშევარია (სატირული გრაფიკაა) წარმოდგენილი: ბერს თავის გრძელ სამოსში (ანაფორაში) დაუმალავს ლამაზი გოგო, რომელსაც უთვალთვალებს ეშმაკი და ამბობს: „მამაო, რას მალავ მაგ გრძელ ანაფორაში, შენც ეშმაკს მიჰყიდე სული?..” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. XIV საუკუნის ინგლისში, სადაც ზნეობრივი ნორმების დარღვევით ფეხს იკიდებდა მოდა, მანდილოსნები თმებს იყენებდნენ ეკლესიის სამრეკლოს მსგავსად, უშველებელი სპირალური კოშკივით, რასაც თავის მხრივ, სამღვდელოებამ ომი გამოუცხადა.

* * *

7. საინტერესოა ის გარემოება, რომ წყლის წარმოშობაზე მეცნიერული მსჯელობა დაწყებული იქნა მხოლოდ 1749 წელს.

* * *

8. მას შემდეგ, რაც ათენელებმა სამშობლოს წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის გენიალური ძველ ბერძენი ორატორის – დემოსთენეს თავის ოქროს გვირგვინით შემკობა გადაწყვიტეს, პირველი, ვინც ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გაილაშქრა, დიდი ძველბერძენი სახელმწიფო მოღვაწე და ათი ატიკელი ორატორიდან ერთ-ერთი მათგანი, დემოსთენეს პოლიტიკური ოპონენტი და მოძულე – ესქინე იყო.

* * *

9. სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მყოფი გენიალური ქართველი პოეტი და გულმხურვალე მამულიშვილი – დავით გურამიშვილი, ფიზიკურად ძალიან დაძაბუნდა, ცალი თვალით სავსებით დაბრმავდა, ხოლო მეორეთი კი ძალიან ცუდად ხედავდა.

* * *

10. ადრეული პერიოდების საქართველოში გაზაფხულის „მახარობლად” წოდებული უმშვენიერესი ყვავილის – ენძელას მოკრეფა და სახლში შეტანა არ შეიძლებოდა. ძველ ქართველებს სჯეროდათ, რომ ვინც ენძელას პირველად ნახავდა, იგი უცილობლად ფეხზე მდგომი უნდა ენახა და არა მოგლეჯილი სახით, რადგან ქართველებში ენძელა სიცოცხლის ერთგვარ სიმბოლოდ იყო აღქმული. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>