ივანე კრილოვი – „ეპიზოდი”
236 იგავ-არაკის ავტორი, სახელგანთქმული რუსი მეიგავე და პოეტი – ივანე კრილოვი (1769-1844 წლები) ძალიან აზარტული ადამიანი იყო. (ავტორი გენია.ჯი) იგი არა მხოლოდ ბანქოს თამაშობდა სისტემატიურად, არამედ ხშირად დებდა ფსონებს მამლების ორთაბრძოლებზეც კი. საინტერესოა ის გარემოება, რომ „აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების სიაში”, რომელიც პოლიციის მიერ იყო შედგენილი, გენიალურ რუს პოეტთან – ალექსანდრე პუშკინთან ერთად ივანე კრილოვის სახელსა და გვარსაც შეხვდებოდით. თავად მეიგავე ამბობდა, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც იგი ფულზე თამაშობდა, მისი ეკონომიკური სიდუხჭირე იყო და სხვა არაფერი. – (ავტორი გენია.ჯი)