კარელ ჩაპეკი – „ძაღლი”
„ძაღლს სიხარულისა და მწუხარების გრძნობის სიძლიერით ვერც სხვა რომელიმე ცხოველი შეედრება და ვერც ადამიანი. მაგალითად, ვერ წარმომიდგენია, რომ კანცელარიაში მომუშავე პრაქტიკანტი დაუცხრომელი აღფრთოვანებით შემოეჭდოს კისერზე განყოფილების უფროსს ან სამრევლო მღვდელი სიხარულისაგან მიწაზე გორაობდეს და ხელ-ფეხს აქნევდეს, როცა ეპისკოპოსი გამოელაპარაკება. საქმე ისაა, რომ ადამიანებს თავიანთ უფროსებთან წმინდა საქმიანი, ცივი დამოკიდებულება აქვთ, ძაღლებს კი მგზნებარედ და თავდადებით უყვართ პატრონი. შეიძლება აქ თავს იჩენს ძველთაძველი ჯოგური სულისკვეთება, იქნებ ზოგ არსებას შემორჩა ძლიერი თანაზიარობის გრძნობა, მეგობრობის ინსტიქტი. „ადამიანო, – კითხულობ ძაღლის თვალებში, – შენს გარდა მე არაფერი გამაჩნია”. – (ავტორი გენია.ჯი)