ვეშაპთა სნეულებანი
საკვირველია,თუმცა ფაქტია, რომ დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე გიგანტური არსებები – ვეშაპები, ისეთივე სნეულებებით ავადდებიან, რომლებიც ძალიან ჰგვანან ადამიანთა სნეულებებს. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად, ვეშაპისნაირთა რიგის წარმომადგენლებში ჩვეულებრივ მოვლენას წარმოასდგენს კბილის კარიესი. გარდა ამისა, ისინი ავადდებიან ქრონიკული ანგინით, ღვიძლის ციროზით, პლევრიტით, კუჭის წყლულით, ჩირქოვანი პნევმონიით, ფილტვების ანთებითა და კიბოთიც კი. ღრმად ასაკოვან ვეშაპებში ასევე ხშირია ათეროსკლეროზი. არსებობს დოკუმენტური მონაცემები იმისა, რომ ჩვენი პლანეტის რამდენიმე ტიტანმა არსებამ მიოკარდიის ინფარქტი გადაიტანა. ულვაშებიანი ვეშაპებისათვის ყველაზე საშინელ სნეულებას ულვაშების გაცვენა წარმოადგენს, რადგან უულვაშოდ ისინი ვეღარ ახერხებენ წყლის „გაცხრილვას” ულვაშების „საცერში”, რაც მათში იძულებითი შიმშილის გამომწვევი მიზეზი ხდება,რაც თავის მხრივ, საბოლოო ჯამში შიმშილისაგან სიკვდილსაც კი იწვევს. – (ავტორი გენია.ჯი)