იცით თუ არა, რომ?!
1. ერთ-ერთი პირველი იტალიელი მევიოლინე – არქანჯელო კორელი (1653-1713 წლები), იმდენად ვირტუოზულად და ლამაზად უკრავდა ვიოლინოს, რომ მას თიკუნად – „მუსიკის კოლუმბი” უწოდეს, ხოლო მის თითებს კი – „არქანჯელოს სულის სიმები”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ერთ-ერთი უდიდესი ჩეხი პოეტი – ოტაკარ ბრჟეზინა, ჩვენი „ოთხფეხა მეგობრის” – ძაღლის ერთგულებას, რატომღაც, – მონური ბუნების ნიშანთვისებად მიიჩნევდა.
* * *
3. ადრეულ საუკუნეებში ინდიელების წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ჟამს, ამერიკელებმა რამდენჯერმე გამოიყენეს (გამოსცადეს) ერთობ უცნაური სახის „ბაქტერიოლოგიური” იარაღი. მაგალითად, ცნობილია, რომ ამერიკელი გენერლის – ამჰერსტის მითითებით, რეზერვაციაში მყოფი ინდიელები მომარაგებული იქნენ ყვავილის საშინელი სენისაგან გარდაცვლილი ადამიანების ტანისამოსითა და საბნებით. შედეგად, ინდიელებში გავრცელებული იქნა ეპიდემია, რასაც თან ამერიკის კონტინენტის აბორიგენი მოსახლეობის უამრავი წარმომადგენლის დაღუპვა მოჰყვა.
* * *
4. რუსეთში არსებულ ერთ-ერთ სოფელს, რატომღაც, სოფლისათვის ერთობ შეუფერებელი, გეოგრაფიული ობიექტის სახელი ჰქვია – „კეთილი იმედის კონცხი”. ცნობისათვის, კეთილი იმედის კონცხი განთავსებულია აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში.
* * *
5. ხაბაროვსკის მხარეში (რუსეთი) არსებობს ერთი ფრიალო კლდე, სახელწოდებით – ბახალაზა, რომელიც იმით არის ცნობილი, რომ ყოველი წვიმის წინ „ატირდება” ხოლმე: ქვებიდან გამოსდის მსხვილი „ცრემლები”. ავდრის წინ ბახალაზას ფოროვანი ქვები ჰაერში გაჩენილ ნესტს ისრუტავს და მერე ჭარბ ტენს „ცრემლებად” დაიდენს ხოლმე. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ავსტრიულმა სამუსიკო სკოლამ, რომელიც ფუძემდებელია სიმფონიისა, შექმნა ისეთი სახის პირველი კლასიკური ჟანრებისა, როგორებიცაა – კვარტეტი და სონატა.
* * *
7. ქვის შენობათა აგება პირველად ძველმა ეგვიპტელებმა წამოიწყეს.
* * *
8. პირველყოფილი მუსიკალური საკრავების – „სარამუნასა” და „ჟღარუნას” ხელში დაჭერის უფლება მხოლოდ ტომის ბელადებსა და უხუცეს წევრებს გააჩნდათ.
* * *
9. საბერძნეთის უძველესი დედაქალაქის – ათენის შესახებ შემდეგი სახის უძველესივე გამონათქვამია დამკვიდრებული: „თუ ათენი არ გინახავს, აქლემი ხარ მაშინ, თუ იყავი და არ აღფრთოვანდი, ვირი ყოფილხარ”.
* * *
10. კორეელმა ხალხმა თავიანთ სამშობლოს – „დილის სიგრილის ქვეყანა” უწოდა. – (ავტორი გენია.ჯი)