ლეონარდო და ვინჩი – „ეპიზოდი”
გენიალური – ლეონარდო და ვინჩი (1452-1519 წლები) ყრმობის ასაკიდან საკუთარ აღსასრულამდე არასოდეს იშორებდა თავიდან უბის წიგნაკს, რომელშიაც იგი იხატავდა ყველაფერ იმას, რაც დააინტერესებდა: მინდვრებსა და ბორცვებს, რკოსა და ბალახებს, ხესა და ქალწულის უბიწო სახეს, კატას თათებით რომ პირს იბანს, ქსოვილის ნაკეცებს. (ავტორი გენია.ჯი) „დამრიგებლად ავირჩიე ბუნება – ყველა მასწავლებლის მასწავლებელიო”, – წერდა და ვინჩი თავისი შემოქმედების შესახებ. და სწორედ რომ ბუნების შეცნობის განუზომელმა ინტერესმა და სურვილმა მისცა ლეონარდოს საშუალება დაენახა და ცოცხლად გადმოეცა ის, რისი გადმოცემაც მანამდე ვერ შეძლეს მისმა წინამორბედმა მხატვრებმა. – (ავტორი გენია.ჯი)