დონატელო – „ეპიზოდი”
მას შემდეგ, რაც დონატელოდ ცნობილმა აღორძინების ხანის ერთ-ერთმა უდიდესმა მოქანდაკემ – დონატელო დი ნიკოლო დი ბეტო ბარდიმ (1386-1466 წლები) მისთვის შეკვეთილი წინასწარმეტყველის მარმარილოს ქანდაკებაზე დაასრულა მუშაობა, რომელიც ფლორენციელი მოქალაქის, ვინმე – ცუკონეს (მელოტის) მიხედვით იქნა შექმნილი, ავტორი დიდხანს იდგა თურმე მდუმარედ ქანდაკების წინ. როგორც ჩანს, ქანდაკება იმდენად რეალისტური ფორმით ყოფილა წარმოდგენილი, რომ მას თავად ავტორში გამოუწვევია დიდი აღფრთოვანება. ამიტომაც იყო, თავისი საქმით უზომოდ გატაცებულ ხელოვანს ქანდაკებისათვის რომ შეუძახნია -„ხმა ამოიღე, ბოლოს და ბოლოსო!” – (ავტორი გენია.ჯი)