რაფაელ სანტი – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, გენიალური იტალიელი მხატვარი და არქიტექტორი – რაფაელ სანტი (1483-1520 წლები), რომელსაც დიდებულად ემარჯვებოდა ზედმიწევნით ზუსტად გადმოეცა ადამიანის გარეგნობა და მისი განუმეორებელი სულიერი ცხოვრება, სულ სხვაგვარი გატაცებით მუშაობდა მადონას სახის შექმნაზე. (ავტორი გენია.ჯი) „სიქსტეს მადონას” ავტორმა, რომელმაც აღნიშნულ შედევრ-ქმნილებაში ღვთისმშობლის სახით გასაოცარი სიფაქიზით წარმოგვიდგინა ქალის მომხიბლავი სახე, მადონას კომპოზიციებზე მუშაობის შესახებ ერთხელ შემდეგი სახის განმარტება გააკეთა – „როდესაც მადონას ვხატავ, მაშინ ვიგონებ ყველა იმ ლამაზ მანდილოსანს, ვინც კი სიცოცხლეში მინახავსო”. – (ავტორი გენია.ჯი)