ინდიელების შესახებ…
„მათ შორის არ არიან გაღატაკებული და უპატრონოდ დატოვებული ობლები… ისინი მეტად საქმიანი არიან და ცდილობენ გადალახონ დაბრკოლებანი ისეთივე ენერგიით, როგორც ამას სჩადის ყველა ევროპელი ვაჭარი. ბევრი მათგანი მემკვიდრეობითი ბელადი ან ხელოსანი მდიდარია. ხოლო ღარიბები, რომლებიც მათ შორის გვხვდება, ჩვეულებრივ ამბობენ, რომ ისინი არაფერში გაჭირვებას არ განიცდიან… მე არ შემიმჩნევია მათში ისეთი დიდი სამარცხვინო ნაკლი, როგორც ეს ევროპელებს ახასიათებთ. ისეთი დანაშაული, როგორიცაა – ლოთობა და ღორმუცელობა, მათთვის სრულიად უცნობია. და თუმცა მათ არა აქვთ თავშეკავების გარკვეული ჩვევები, რაც ახასიათებს ინგლისელებს (ეს ეხება, როგორც საღმრთო, ისე ადამიანთა კანონებს), მაინც არავის სმენია ჩაედინოთ მათ ისეთი დანაშაული, როგორიცაა ქურდობა, მკვლელობა, ღალატი ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში”. – ინდიელი ხალხის შესახებ უილიამ კეის მიერ გაკეთებული ამ მრავლისმეტყველი ჩანაწერის სინამდვილეს სენეკას ტომის ერთ-ერთი ინდიელი ბელადის მიერ ევროპელი მისიონერების მიმართ გაკეთებული განცხადებაც ადასტურებს: „დიადმა სულმა ჩვენ, ისევე, როგორც თქვენ, მოგვცა სასარგებლო საგნები იმ პირობებისათვის, რომელშიაც ცხოვრობს თითოეული ჩვენგანი. თქვენ მან მეტი გარგუნათ, მაგრამ ჩვენ მაინც კმაყოფილი ვართ ჩვენთვის გამოყოფილი ხვედრითაც”. – (ავტორი გენია.ჯი)