„დაუჯაბნელი მეომრის ტრადიცია”
აფრიკის კონტინენტზე მაცხოვრებელი ერთ-ერთი აფრიკული ეთნოსის – ზულუს ხალხში, რომელნიც დღემდე პირუთვნელად იცავენ თავიანთი წინაპრების – ჩაკის დაუჯაბნელი მეომრების მკაცრ ადათ-წესებს, სხვა უამრავ უცნაურ ტრადიციასთან ერთად, ზულუსელი ჭაბუკების „მეომრად გახდომის” უცნაური ტრადიციაცაა გავრცელებული. (ავტორი გენია.ჯი) ზულუსელ ჭაბუკს მეომრად გახდომის დრო რომ დაუდგება, ბევრ განსაცდელს უნდა გაუძლოს, სანამ ღირსეულ ვაჟკაცად აღიარებდნენ. პირველი გამოცდაა მდუღარე წყლის გაძლება. ჭაბუკს მკლავებს ჩააყოფინებენ ადუღებულ წყალში, საიდანაც პირობის თანახმად, ხელების ამოღების უფლება მხოლოდ მაშინ ეძლევათ, როდესაც ამის ნიშანს მისცემენ. საინტერესოა ისიც, რომ ამ ურთულეს სიტუაციაში „კანდიდატს” სახეზე მშვიდი ღიმილი უნდა ჰქონდეს აღბეჭდილი. პირველი გამოცდის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში იწყება მეორე გამოცდა: ზულუს ჭაბუკს სოფლიდან კარგა მანძილით დაშორებულ უღრან ტყეში თოკებით მიაკრავენ ხეზე და იქვე ტოვებენ მარტოდმარტო. მომავალი გულადი მეომრის კანდიდატს ამ სიტუაციაში ევალება, რომ ხეზე მიკრულმა იოხუნჯოს და იმხიარულოს დღისით, ხოლო როდესაც დაღამდება, მან საბრძოლო სიმღერა უნდა წამოიწყოს და ასე გაითენოს დილა ჯუნგლებში ყველასაგან მიტოვებულმა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ კანდიდატი მშობლიურ სოფელს უბრუნდება, რა დროსაც ჭაბუკის მშობლები დიდ ლხინს მართავენ – ტომს ახალი მეომარი შეემატა. ის დაუჯაბნელი მეომარი, რომელმაც ყველა განსაცდელს ვაჟკაცურად და დიდსულოვნად გაუძლო. – (ავტორი გენია.ჯი)