ვინსენტ ვილემ ვან გოგი – „ეპიზოდი”
ბიოგრაფები გვამცნობენ, რომ გი დე მოპასანისა და ემილ ბერნარის მსგავსად, საროსკიპოების ხშირი სტუმარი გახლდათ ისეთი გენიალური ნიდერლანდელი ფერმწერი და გრაფიკოსი, როგორიც იყო – ვინსენტ ვილემ ვან გოგი (1853-1890 წლები). (ავტორი გენია.ჯი) მათივე მოწოდებული ცნობებით ვგებულობთ, რომ „ღამის ჰიგიენური გასეირნებისთვის” ვან გოგი ყოველთვის ინახავდა ფულს. დანაგროვებ ფულს კი საღამოობით „ცისფერი კირით” შეფეთქილ საროსკიპოს დარბაზებში ხარჯავდა. 2 100-ზე მეტი დიდებული ნამუშევრის ავტორი სამხრეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქ არლში ცხოვრების ჟამს მუდმივი კლიენტი იყო მისივე სახლის სიახლოვეს, ციხესიმაგრის კედლებსა და საკავალერიო ჭიშკარს მიღმა, ბუ-დ’-არლის ქუჩის პირველ ნომერში განთავსებული საროსკიპოსი, სადაც უმეტესწილად, „გაბიდ” წოდებულ ვინმე – რაშელთან ატარებდა დროს. სხვათაშორის, სამეძაოს მფლობელმა ლუიმ სწორედ რომ საროსკიპოში გააცნო მას პირველად დიდის ამბით გენიალური ფრანგი მხატვრის – უილიამ ბუგეროს შემოქმედება, რომელმაც ვან გოგზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა (ცნობისთვის, იმ პერიოდში „მაღალი კლასის” კლიენტებისათვის განკუთვნილ ნომრებში საროსკიპოს მეპატრონეები სახელოვანი მხატვრების მიერ შესრულებული სურათების რეპროდუქციებს ანთავსებდნენ). – (ავტორი გენია.ჯი)