კონსტანტინე ლორთქიფანიძე – „რა წესია…”
„რა წესია, ქელეხი ქორწილს დაამსგავსო, – შვიდასი კაცი რომ დაეტევა, მაინცდამაინც იმოდენა კარავი დადგა და ხალხი ღვინოში ჩაახრჩო. ყველაფერი ეს მეტად ბუნებრივად მიდის ისეთ მკრეხელობამდე, როდესაც ერთხელ, ჩემს თვალწინ მთვრალმა მექელეხეებმა მიცვალებულის კუბო მაღლა ასწიეს და ჰაერში შეათამაშეს, აცეკვეს, როგორც ოდესღაც ველური ტომები აკეთებდნენ შამანური რიტუალის დროს.
ყველაზე დიდი საძაგლობა ის არის, რომ ამ ღრეობას მიცვალებულის „გადასახურავად” შეგროვებული ფულით მართავენ. ეს კიდევ არაფერი. ამ „გადასახურავიდან” ზოგიერთ ჭირისუფალს თურმე იმდენი კიდევ უნდა დარჩეს, რომ „ვოლგა” თუ არა, საზღვარგარეთული ავეჯი მაინც იყიდოს! ასე ათახსირებს ზოგიერთი კაცი ქართული ტრადიციის კარგ ჩვეულებას – უბედურების დროს ხელმოკლე ჭირისუფალს ნივთიერი დახმარება გაუწიოს”. – (ავტორი გენია.ჯი)