ლუი XIV დე ბურბონის შესახებ…
ბიოგრაფების ცნობით, საფრანგეთის ლეგენდად ქცეული მეფის – ლუი XIV დე ბურბონის (1638-1715 წლები) ერთ-ერთ ჰობს – ბალეტი წარმოადგენდა. ფრანგი მონარქის გატაცება ბალეტისადმი იმდენად დიდი ყოფილა, რომ იგი თავადაც კი ღებულობდა მონაწილეობას ამა თუ იმ საბალეტო წარმოდგენაში. (ავტორი გენია.ჯი) ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, ლუი XIV-მ თავისი საყოველთაოდ ცნობილი თიკუნი – „მეფე-მზე” სწორედ რომ ერთ-ერთი როლის შესრულების გამო მიიღო. ბალეტისადმი მონარქის განსაკუთრებულ სიყვარულს მოწმობს მის მიერ 1661 წერს გამოცემული ბრძანებულებაც, რომლის თანახმადაც პარიზში დაარსებული იქნა ცეკვის სამეფო აკადემია.
ლუის რომ ბალეტი უყვარდა ეს დადასტურებული ფაქტია, თუმცა დადასტურებული ფაქტია ისიც, რომ ხალხს არ უყვარდა ლუი. გენიალური ფრანგი ფილოსოფოსი – ვოლტერი, რომელიც „მეფე-მზის” დაკრძალვას მხოლოდ და მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო დაესწრო, გვამცნობდა, რომ ლუის დაკრძალვის დღეს სენ-დენისაკენ მიმავალ გზაზე მოწყობილი იყო იმპრივიზებული სამიკიტნოები, რომლებშიაც თავმოყრილი დიდძალი ხალხი სიხარულით სვამდა ღვინოს და ულოცავდა ერთმანეთს ლუი IX დე ბურბონის მმართველობის ეპოქის დასასრულსა და ახალი ეპოქის დასაწყისს. – (ავტორი გენია.ჯი)