ჟან დე ლა ბრუიერი – „მე ვირჩევდი ვყოფილიყავი ხალხი!”
„ზოგჯერ ისეთ სიღარიბეს შეხვდები, რომ გული შეგეკუმშება. ზოგიერთებს საჭმელ-სასმელი აკლიათ, თავზარს სცემს ზამთარი, ცხოვრებას შიშით შეჰყურებენ. ამავე დროს ზოგი ნაადრევი ხილის ჭამით ტკბება. მათი განებივრებული გემოვნების დასაკმაყოფილებლად მთელი წლის განმავლობაში მიწას ძალას ატანენ. უბრალო მოქალაქენი, აქაოდა მდიდრები ვართო, ერთ ჯერზე იმდენს შეექცევიან, რამდენიც ასობით ოჯახის გამოკვებას ეყოფოდა. ასეთ დიდ უკიდურესობებს ვისაც უნდა ის მიემხროს, მე კი, რამდენადაც შემიძლია, თავს ვარიდებ სიღატაკესაც და სიმდიდრესაც. ჩემი თავშესაფარი საშუალო შეძლებაა. ხალხს ჭკუა აქვს ნაკლები, დიდებულებს კი – სული. პირველთ კარგი საფუძველი აქვთ, არ უვარგათ გარეგნული მხარე, მეორეთ კი ყველაფერი საჩვენებლად აქვთ და ზერელენი არიან. თუ საქმე არჩევანზე მიდგა, უყოყმანოდ გიპასუხებთ: მე ვირჩევდი ვყოფილიყავი ხალხი”. – (ავტორი გენია.ჯი)