ანტისთენე – „ეპიზოდი”
ნათელი და გამჭრიახი გონებით გამორჩეულმა დიდმა ძველ ბერძენმა ფილოსოფოსმა და კინიკური სკოლის ფუძემდებელმა – ანტისთენემ (ჩვ.წ.აღ-მდე 444-365 წლები), რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს ფილტვების ტუბერკულოზის საშინელი სენით იყო დაავადებული (რასაც ემსხვერპლა კიდეც), ყველაფრისაგან გაღიზიანებულმა ერთმნიშვნელოვნად, მკაცრად და მტკიცედ წარმოთქვა: „არა, მე სამუდამოდ ვეთხოვები იმას, რასაც ერქვა, ჰქვია, ანდა ერქმევა წიგნი, აგერ უკვე ოცი წელია, რაც ჩემზე ყველა მოედანზე ლაქლაქებენ. მაგრამ ამის გამო ან უკეთესად ვჭამ, ან უკეთესად მაცვია, ან ჩემს ოთახში სიცივე არ თარეშობს და ყურთუკის ქვეშაგებში ვნებივრობ?.. უაზრობაა, სისულელეა, სირეგვენეა სახლის კარზე დაიწერო, აქ ცხოვრობს მწერალი ან ფილოსოფოსი”. – (ავტორი გენია.ჯი)