ჟან-ჟაკ რუსო – „ეპიზოდი”

როგორც ცნობილია, შვეიცარიული წარმომავლობის მქონე გენიალურმა ფრანგმა მოაზროვნემ, ფილოსოფოსმა და მწერალმა – ჟან-ჟაკ რუსომ (11712-1778 წლები), თავის ავტობიოგრაფიულ შედევრ-ქმნილებაზე – „აღსარება”, მუშაობა 1765 წელს დაიწყო (დაასრულა 1770 წელს). (ავტორი გენია.ჯი) ამ დიდებულ ლიტერატურულ ძეგლში რუსომ გულწრფელად განმარტა ყველა ის მიზეზი, რისთვისაც გადადგა მან ცხოვრებაში ესა თუ ის ნაბიჯი. ნაშრომის ფინალურ ნაწილში (ეპილოგში) კი ავტორმა, რომელმაც უეცრად შეამჩნია, რომ მთელი ეს პატარა სამყარო, რომელიც ოდესღაც ესოდენ მშვენიერი ეჩვენებოდა, მის წინააღმდეგ ამხედრდა, ერთმნიშვნელოვნად განაცხადა: „მე სიმართლეს ვამბობდი. თუ ვინმემ აქ ნაამბობის საწინააღმდეგო რამ იცის, მას მხოლოდ სიცრუე და ცილისწამება სცოდნია. და თუკი ის უარზეა ყოველივე შეისწავლოს და გაარკვიოს ჩემთან ერთად, მანამ ცოცხალი ვარ, ჭეშმარიტება და სამართლიანობა არ ჰყვარებია. ხოლო მე არ მეშინია ყველას გასაგონად გამოვაცხადო: თუ ვინმე, თუნდაც ჩემი წიგნები არ ჰქონდეს წაკითხული, საკუთარი თვალებით გასინჯავს ჩემს ზნეს, ხასიათს, ცხოვრების ყაიდას, მიდრეკილებებს, დროსტარებას, ჩვევებს და იტყვის, უპატიოსნო კაციაო, თვითონ იქნება სახრჩობელის ღირსი”… – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>