ჟან ჟიროდუ – „ეპიზოდი”
„მომღიმარე და სერიოზული, დამცინავი და დარბაისელი, დიპლომატი და ბოჰემის კაცი”. – ასე ლაკონურად დაახასიათა დიდი ფრანგი ესეისტი, ნოველისტი და დრამატურგი - იპოლიტ-ჟან ჟიროდუ (1882-1944 წლები) სახელოვანმა ფრანგმა მწერალმა – ანდრე მორუამ. (ავტორი გენია.ჯი) თავად, კუს ბაკნის ჩარჩოიან სათვალეში ჩამჯდარი ცოცხალ თვალებიანი სპეტაკის სული მქონე ლიტერატორი კი, საკუთარი პერსონის შესახებ წერდა: „თუკი რამეში დარწმუნებული ვარ, ეს არის ის, რომ, როცა ჩემი ჯერი დადგება, ჩემგან ჩინებული ლანდი გამოვა… იმიტომ, რომ სუფთა სინდისი მქონდა”. – (ავტორი გენია.ჯი)