ვიქტორ-მარი ჰიუგო – „ეპიზოდი”
1883 წელს შვეიცარიაში ყოფნის ჟამს, მსოფლიო ლიტერატურის ფრანგ კლასიკოსს – ვიქტორ-მარი ჰიუგოს (1802-1885 წლები) დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა ალპების ულამაზეს მთებში განთავსებული ქვეყნის უმშვენიერეს ბაღებსა და სკვერებში სეირნობა. (ავტორი გენია.ჯი) მთლად გათეთრებულ და სახედანაოჭებულ მოხუც ორფეოსს, რომელიც საუკუნეთა სიღრმიდან გამოსულ ადამიანს მოგვაგონებდა, მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში იმყოფებოდა, ბაღში სეირნობისას ყველა ცნობდა და ამიტომაც იყო, რომ გაუმაძღარი თვალით ჭამდა ხალხი. ერთ დღეს, ბაღში მორიგი სეირნობისას, ჰიუგოს ვიღაც ცოლ-ქმარმა ჩაუარა გვერდით, რა დროსაც მხცოვანი ლიტერატორის ყურს ცოლის მიერ ქმრისათვის გადანალაპარაკები სიტყვა მისწვდა: „ღმერთო ჩემო, მახინჯი ყოფილა, მაგრამ მშვენიერი კია”. – (ავტორი გენია.ჯი)