ჟან-პოლ სარტრი – „ეპიზოდი”
ათეისტური შეხედულებებით ცნობილ ფრანგ ფილოსოფოსსა და ათეისტური ეგზისტენციალიზმის წარმომადგენელს – ჟან-პოლ სარტს (1905-1980 წლები) იოტისოდენადაც კი არ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ათეიზმი საბოლოო ჯამში მაინც მიაღწევდა გამარჯვებას. (ავტორი გენია.ჯი) მორწმუნე ოჯახში აღზრდილი სარტრი, რომელსაც არ სწამდა ღმერთის არსებობა, თავისი რელიგიური შეხედულების შესახებ შემდეგი სახის განმარტებას იძლეოდა: „ღმერთმა ვერ გაიდგა ფესვი ჩემს გულში, ერთხანს იზრდებოდა იქ, ბოლოს კი გახმა. ახლა, როცა მასზე მეკითხებიან, გუნებაში ვქირქილებ ისე, ძველი მუსუსი ყოფილ ლამაზმანს რომ შეხვდება და ეტყვის, „აი, უკვე ორმოცდაათი წელი გავიდა იმ გაუგებრობის შემდეგ, ჩვენ რომ ერთმანეთს დაგვაშორა, ეს რომ არ ყოფილიყო, იქნებ რომანიც გაგვება”. – (ავტორი გენია.ჯი)