მიშელ დე მონტენი – „აი, ასეთ ექიმს მივენდობოდი”…
„ნამდვილმა ექიმმა თვითონვე უნდა გადაიტანოს ყველა სნეულება, რათა მათზე სწორად იმსჯელოს. აი, ასეთ ექიმს მივენდობოდი, რამეთუ სხვანი, როცა ჭკუას გვასწავლიან, იმ ადამიანს ემსგავსებიან, ვინც სახლში ზის, ზღვებს, ხომალდებს, ნავსადგურებს გვიხატავს და რაკი არავითარი საფრთხე არ ელის, მაგიდაზე სათამაშო ნავს მშვიდად წინ და უკან დაატარებს… ისინი ჩვენს ავადმყოფობას ისე აღწერენ, როგორც ქალაქის მაცნე დაკარგული ცხენის ან ძაღლის გარეგნობას აღწერს ხოლმე: ბალანი ასეთი აქვს, ამა და ამ სიმაღლისაა, ასეთი და ასეთი ყური აქვსო. მაგრამ ერთი ნამდვილი ავადმყოფი აჩვენეთ, ვერ გაიგებენ, რა სჭირს”… – (ავტორი გენია.ჯი)